თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი გადაარჩინეს

თურქეთის ელაზიღის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ხუთი წლის გოგონა და მისი დედა გადაარჩინეს. მათ მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 24 საათზე მეტი დრო გაატარეს. დედა-შვილი უვნებლები არიან. თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 31 ადამინი , დაშავებულია 1400-ზე მეტი. დაახლოებით 22 ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებში იმყოფება. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვრის საღამოს მოხდა, რის შემდეგაც 460-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში მდებარეობდა.