თურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

თურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. ისინი ცხედრისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. ოჯახი ასევე გამოძიების ობიექტურად ჩატარებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

47 წლის ლუხუმ ჯანჯარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი, რამდენიმე დღის უკან სტამბოლში იპოვეს გარდაცვლილი. ის უკვე გადმოასვენეს სამშობლოში.

დატოვე კომენტარი