თურქეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ორი მამაკაცი მოკლეს

ორი მამაკაცი მოკლეს თურქეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს ორი მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ.

მოქალაქე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და ორი ადამიანი მოკლა, დაკავებულია.

თურქეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება. 57 მილიონი მოქალაქე ქალაქების მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, კენჭისყრის შედეგად თურქეთის მმართველი პარტია რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქში დამარცხდება.

ოპოზიციის გამარჯვებას ვარაუდობენ ანკარასა და სტამბოლში. ანალიტიკოსების უმეტესობა ამის მიზეზად თურქეთის ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებს ასახელებს.