თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

ჩვენი გუნდი ხვალ იზმითში, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი, ორი დღის წინ ესპანეთთან დამარცხდა, ახლა კი თურქეთთან მატჩში, ბოლო შანსი ექნება, რათა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას მიაღწიოს. ცოტა ხნის წინ მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხვალ 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.