თურქეთის ვაჭრობის მინისტრი თბილისში 

თბილისში ქართულ-თურქული ბიზნესფორუმი გაიმართა. მონაწილეობა მიიღო თურქეთის სამთავრობო დელეგაციამ და ბიზნესმენთა ჯგუფმა. შეხვედრა შედგა თურქეთის ვაჭრობის მინისტრსა და საქართვლოს ეკონომიკის მინისტრს შორის. მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უტილიზაცია, სამოქალაქო ავიაცია, და ტურიზმი. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში საქართველოში სამმხრივი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე. თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა ფინანსთა მინისტრიც.