თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი
თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების პირველი პირები თანამშრომლობის გაძლიერებაზე თანხმდებიან. თბილისში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება. ოფიციალური ვიზიტი ქართველ კოლეგასთან შეხვედრას, გაფართოებულ ფორმატს და საგანმანათლებლო-აკადემიურ სფეროებში მემორანდუმის გაფორმებას მოიცავდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაკეთდა.