თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების  52,55 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე კი მთავარი ოპოზიციონერი, მუჰამედ ინჯე 30,67 პროცენტით გავიდა.

რაც ეხება საპარლამენტო არჩევნებს, 600 მანდატიან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის – 343 ადგილის მოპოვება, „სახალხო ალიანსმა“ შეძლო, საიდანაც მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 42,5 პროცენტი მიიღო. „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ კი 11,1.

ისტორიული არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს.