თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკომისიის ანგარიში მიკერძოებული და უსაფუძვლოა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტონი და მიდგომა შეუთავსებელია თურქეთსა და ევროკავშირს შორის პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობებთან და ეწინააღმდეგება ორივე მხარის გრძელვადიან ინტერესებს. „ჩვენ უარვყოფთ ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, თურქეთის სასამართლო სისტემასთან, ფუნდამენტურ უფლებებსა და შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს მიკერძოებული და უსაფუძვლო ბრალდებებია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი უნდა მოერიდოს პოლიტიკასა და რიტორიკას, რომელსაც ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს და დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია.