საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონის შეჭრის გამო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ღამით განგაში გამოაცხადეს და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს

15:50, 11.11.2026

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეში ღამით ამოუცნობი დრონის შეჭრის გამო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა განგაში გამოაცხადეს და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ობიექტის გასაკონტროლებლად ნატო-მ ორი ავიაგამანადგურებელი გაუშვა.

დრონმა საჰაერო სივრცე რუსეთის ან ბელარუსის მხრიდან გადაკვეთა. ინფორმაცია დრონის განადგურების შესახებ არ ვრცელდება, თუმცა განგაშის სიგნალი მოხსნილია.

ბოლო პერიოდში მსგავსი ინციდენტები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე გახშირდა, სადაც ხშირად რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები ზემოქმედებს დრონებზე და ისინი მეზობელი ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში ხვდებიან.

მსგავსი