თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება. ჰაკან ფიდანი ამბობს, რომ ომმა შეჩერების ყველაზე ახლო წერტილს მიაღწია. ამასთან, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულება ევროპელ ლიდერებსაც სურთ.