თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ირანის მოლაპარაკებები „დიდწილად დასრულებულია“. ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ჰაკან ფიდანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე ქვეყანას აქვს მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი. თუმცა, მისივე თქმით, პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს რიგი უთანხმოებები. მედიის ინფორმაციით, თურქეთი ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს როგორც აშშ-სთან, ასევე ირანთან, თუმცა ბოლო მოლაპარაკებების მთავარი შუამავალი პაკისტანია. აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორშაბათს, ისლამაბადში უნდა გაიმართოს.