თურქეთის, რუსეთის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა

თეირანისკენ მსოფლიო ყურადღებაა მიმართული.

ასტანის ფორმატში მოლაპარაკებათა მაგიდასთან სამი ქვეყნის ლიდერები დასხდნენ – რუსეთის, თურქეთის და ირანის.

შეხვედრა ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი – უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივა და გლობალური სასურსათო კრიზისი, რაც რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკადამ შექმნა. დიალოგის თემაა სირიაში არსებული ვითარებაც. მოლაპარაკებების მიმართ ინტერესს ზრდის ის ფაქტორიც, რომ კვირის ბოლოს უნდა გაფორმდეს რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის ხელშეკრულება, რომელიც ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გახსნას გულისხმობს. თუმცა უსაფრთხოების საკითხი ამ დრომდე დილემად რჩება. ამ კონტექსტში პუტინის და ერდოღანის შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

დატოვე კომენტარი