თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, საქართველოში დიპლომატიური სამსახურის დასასრულს, შსს-ს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია

თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოში 4-წლიანი დიპლომატიური სამსახურის დასასრულს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია. თურქეთის ელჩს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ტყის ხანძრებთან ბრძოლის დროს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის.

თავის მხრივ, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მაღალი შეფასება მისცა იმ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებობს.