თურქეთის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერ მინისტრს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა. როგორც ცნობილია, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლის წინააღმდეგია და მათგან ქურთ მუშათა პარტიის წევრებისა და ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერების ტერორისტებად აღიარებას მოითხოვს. ასევე თურქეთი მოუწოდებს სტოკჰოლმსა და ჰელსინკის, გააუქმონ 2019 წელს თურქეთისთვის იარაღის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო. როგორც ცნობილია, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლას ალიანსის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. ნატო-ში იმედი აქვთ, რომ თურქეთი მადრიდის სამიტამდე პოზიციას შეცვლის.