თურქეთის პრეზიდენტის განცხადება

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს“. ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ანკარა გეგმავს სირიის საზღვართან ახალი ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნას, რომელიც 30 კილომეტრი იქნება. ერდოღანის თქმით, „ეს აუცილებელია ამ რეგიონებიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად“. მისივე განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება 26 მაისს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.