თურქეთის ელჩის განცხადება

საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოში ახალი კორონავირუსის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია და შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ ვირუსის პრევენციისთვის. ელჩი მოქალაქეებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელების შანსი მინიმალური იქნება.