საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს თურქეთის წინააღმდეგ, იზმითში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სამი ტურის შემდეგ, 3 ქულით მესამე ადგილზეა. „ჯვაროსნებისთვის“ ეს გადამწყვეტი შეხვედრა იქნება – მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მოგება აწყობს.
თურქეთი-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ნინო გაბელიას ჩართვა დეტალებით #მოამბე