ორ საათზე ნაკლები დრო რჩება საპასუხისმგებლო თამაშამდე.
დღეს გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპიდან გასვლის და პლეიოფში მოხვედრის შანსს. ამისთვის დღევანდელი მატჩის მოგება აუცილებელია. საათსა და 45 წუთში თურქეთის ქალაქ იზმითში საქართველო-თურქეთის მატჩი იწყება. უკვე ჩატარებული სამი შეხვედრის შემდეგ ჩვენს ნაკრებს ამ დროისთვის შესარჩევ E ჯგუფში სამი ქულა აქვს. მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს თურქეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე უშუალო კონკურენტად აცხადებს. თამაშს საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.
დღევანდელ მატჩს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ, მანამდე კი ჩვენი ჟურნალისტი, ნინო გაბელია გვეტყვის, როგორია სამზადისი, – ჩართვა იზმითიდან