თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებები სასაზღვრო საკითხებზე

მომდევნო კვირაში თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზაციისა და საზღვრის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის დელეგაცია, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დესპანი სერდერ კილიჩი უხელმძღვანელებს, სომხეთში სახმელეთო გზით ჩავა. დაგეგმილია მთავრობათაშორისი შეხვედრა, სადაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საკითხი განიხილება. აღსანიშნავია, რომ თურქეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები პირველად გაიმართება მას შემდეგ, რაც 8 აგვისტოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ვაშინგტონში სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.