თურქეთ-სირიის დაპირისპირება

ურთიერთობა უკიდურესად იძაბება თურქეთსა და რუსეთს შორის.

ერდოღანი ასადის რეჟიმს და მის მოკავშირეებს მასშტაბური სამხედრო მოქმედებებით ემუქრება. თურქეთის პირველი პირის პროტესტი სირიის პროვინცია იდლიბში მომხდარ თავდასხმებს მოჰყვა. ქალაქის დაბომბვის შედეგად 15 თურქი სამხედროა დაღუპული. 2018 წელს სოჭში მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევის შემდეგ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, თუმცა როგორც ჩანს მხარეები ჯერ ვერაფერზე შეთანხმდნენ.

მოსახლეობისგან დაცლილი და თითქმის განადგურებული იდლიბი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია.