თურქეთ-სირიის დაპირისპირება

21:25, 17.02.2020

ერდოღანის გაფრთხილება და მუქარა უშედეგოა, სირიის არმია მოკავშირე რუსეთის დახმარებით თურქეთის საზღვრისკენ მიიწევს.

სამთავრობო მედიამ ალეპოს პროვინციაზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ გამოაცხადა. ალეპოს მეზობელ იდლიბის პროვინციაში კი, თურქეთისა და სირიის ძალებს შორის პირდაპირი კონფრონტაციის რისკი სულ უფრო იზრდება. ვითარების დეესკალაციის მიზნით მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის დელეგაციები მოლაპარაკებებს მართავენ. ერდოღანი სირიის სამთავრობო ჯარს უკან დასახევად ორკვირიან ვადას აძლევს.

მსგავსი