თურქეთ-სირიის დაპირისპირება

მიუნხენის კონფერენციის დღის წესრიგშია სირიის გამო რუსეთ-თურქეთს შორის გამწავებული ურთიერთობა.

მუქარისშემცველი გზავნილების ფონზე ერთმანეთს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები სწორედ მიუნხენში შეხვდებიან. შესაძლოა, ამ შეხვედრამ გადაწყვიტოს, შეწყდება თუ არა სირიაში განახლებული საბრძოლო მოქმედებები, რის გამოც რუსეთ-თურქეთს შორის 2018 წელს დადებული დე-ესკალაციის ზონების შეთანხმება ფაქტობრივად აღარ მოქმედებს. ცხელ წერტილში თურქეთის და სირიის არმიების მასშტაბური დაპირისპირების რისკები ყოვედღიურად იზრდება. თურქეთს სირიის საზღვრისკენ სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს. ანკარა დამასკოს მოუწოდებს, ჯარები დე-ესკალაციის ზონიდან გაიყვანოს, სხვა შემთხვევაში თურქეთი საპასუხო ზომებით იმუქრება.

დატოვე კომენტარი