თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობა

თურქეთ-საბერძნეთის  მრავალწლიან დაძაბულ ურთიერთობას  მაღალი დონის ვიზიტების არარსებობაც ადასტურებს.  მეზობელ სახელმწიფოში თურქეთის ლიდერი უკანასკნელად 1952 წელს იმყოფებოდა. 65 წლიანი პაუზის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი თურქი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ათენს ეწვევა.  ისტორიული ვიზიტი სავარაუდოდ დეკემბრის პირველ რიცხვებში შედგება და ის ეკონომიკისა და კულტურის სფეროში ახალი პროექტების განხორციელებას დაუდებს საფუძველს.

სალომე თორაძე არკვევდა, რა გახდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული მრავალწლიანი ყინულის დაძვრის მიზეზი.