თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირება

სიტყვების ომი თურქეთსა და საბერძნეთს შორის.

თურქეთში ორი ბერძენი სამხედროს დაკავებამ ქვეყნებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ ეფრო მეტად გაამწვავა. ბოლო რამდენიმე დღეა ორივე ქვეყანაში მწვავე განცხადებები კეთდება. დაძაბულობის ფონზე ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქულმა სამხედრო ვერტმფრენებმა საბერძნეთის საჰაერო სივრცე ერთი კვირის განმავლობაში 4-ჯერ დაარღვიეს.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.  საბერძნეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარ პრიორიტეტებს შორის „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლების მოდერნიზება იქნება.