თურქეთში ხმათა 99,16 პროცენტის დათვლის შედეგად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 52,55 პროცენტით იმარჯვებს
- თურქეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 99,16 პროცენტის დათვლის შედეგად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს. მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 52,55 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა მთავარი ოპოზიციონერი, მუჰამედ ინჯე 30,67 პროცენტით. მესამე ადგილი სალაჰათინ დემირტაშს აქვს 8,36 პროცენტით. მეოთხე ადგილზეა მესალ აქშენერი 7,33 პროცენტით.
- უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სანცოვის, რომელიც 43-ე დღეა შიმშილობს ევოსაბჭო მის გათავისუფლებას მოითხოვს.