ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საფრანგეთიდან 10 ტუროპერატორი ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში წლის ბოლომდე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. აღნიშნული მოიცავს გარე რეკლამას, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში საქართველოს შესახებ სიუჟეტებისა და სტატიების მომზადებას.