თბილისმა ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირს უმასპინძლა. ტურნირში 7 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გიორგი ურუშაძემ ვაჟთა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე 15:5 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. გოგონებში კი ანასტასია ასათიანმა გადამწყვეტ დაპირისპირებაში ასევე აზერბაიჯანელი მეტოქეს სძლია და ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს დაეუფლა თეკლა კაპანაძე. ოქროს მედლის მფლობელი გახდა ხმლით მოფარიკავე საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც, ქალთა გუნდმა კი ვიცე ჩემპიონობა იზეიმა.