ტურნირი „კახის თასი“ გაიხსნა
სასტუმრო ჰუალინგში საერთაშორისო ტურნირი „კახის თასი“ საზეიმოდ გაიხსნა. შეჯიბრზე ქართველ სპორტსმენებთან ერთად პირველობისთვის აზერბაიჯანის, ბაჰრეინის, უზბეკეთის, სომხეთის, რუმინეთისა და თურქეთის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ღონისძიებას მსოფლიოსა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციების პრეზიდენტები დაესწრნენ. სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს – ლაშა ტალახაძეს და კახი კახიაშვილს ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ.
დღესვე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პირველმა პირმა ასტრიტ ჰასანმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბათუმი 2026 წლის აპრილში კონტინენტის პირველობას უმასპინძლებს.