ტურიზმის სტატისტიკა

როგორ აისახა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ქართულ ტურიზმზე: დღეს ივლისის თვის ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინა თვეში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა დანაკლისი არცთუ ისე დიდია. მზარდი ტენდენციაა შენარჩუნებული სხვა მეზობელი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ამის მიუხედავად, სავალუტო ბაზარზე ისევ რყევებია. ორდღიანი გამყარების ტენდენციის შემდეგ, ლარის კურსი დღეს ერთი თეთრით ისვე დაეცა.