ტურიზმის სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 10.6 პროცენტია.

იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა.

პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 6 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა.