ტურიზმის სტატისტიკა

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმიანისტრაცია ავრცელებს.

გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, 2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას ოქტომბრის თვეში, მან 407,221 შეადგინა, რაც 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 15,1 % მეტია. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით ესტონეთი ლიდერობს.