პროტესტს გამოხატავენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.
მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მონაწილეების გათავისუფლება. ტურიზმის ადმინისტრაციიდან პარლამენტის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესზე უარი თქვა.