ტურიზმის სექტორის მიმართვა

მთავრობის მიერ 22 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებებს წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, არ ეთანხმება ტურიზმის სექტორი. საქართველოს მთავრობას ისინი ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართავენ და ამბობენ, რომ რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას ორშაბათს გაუგზავნიან. მოთხოვნების ჩამონათვალი ასეთია: ზამთრის კურორტების გახსნა პირველი თებერვლიდან, საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით, გარკვეული რეგულაციების დაცვით.  კოვიდდაზღვევის პროგრამის შემუშავება უცხოელი ვიზიტორებისთვის. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე რესტორნებისა და მუზეუმების გახსნა. დღესვე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას გეგმავენ.