ტურიზმის სასწავლო კურსი
სტუმარმასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტი კერძო სექტორისთვის ტრენინგებს ატარებს. ჯული პილკინგტონის სასწავლო კურსი გაყიდვების ეფექტიანობის მიმართულებას ეხება. ტრენინგს ტურიზმის ინდუსტრიის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეები გაეცნენ გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, კლიენტის საჭიროებების ანალიზს, გარიგებების წარმატებით დასრულებასა და ანგარიშების მართვას. ჯული პილკინგტონს სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა წამყვან საერთაშორისო კომპანიებსა და სასტუმრო ბრენდებში ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და ოპერაციული მართვის მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.