ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ფორუმი სახელწოდებით “სოფლის ტურიზმი როგორც ბიზნესი”, მიზნად ისახავს არსებული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას. კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.