„პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100 % აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები“, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ღონისძიება მაროკოს სამეფოში იმართება, სადაც ტურიზმის სფეროს ყველაზე აქტუალური თემები განიხილება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლები 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.