ტურიზმის მსოფლიო დღე

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, საკარანტინო და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში. მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს, როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ნომინაციებში გამარჯვებულებს ჯილდოები ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა გადასცეს.

დატოვე კომენტარი