ტურიზმის მაჩვენებლები

ტურისტული სექტორი საქართველოში ჩამოსული, უცხოელი ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდაზე საუბრობს. მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც ირკვევა ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი და უნიკალური ბუნება იწვევს. მკვეთრად არის მომატებული იმ ტურისტების რაოდენობაც, რომლებიც ლაშქრობებს, კულტურულ და ეკო ტურიზმს ანიჭებენ უპირატესობას.

როგორია სექტორის მაჩვენებლები, რა სახის აქტივობებზე იზრდება მოთხოვნა და როგორი შთაბეჭდილებებით ტოვებენ საქართველოს უცხოელი ვიზიტორები – ნახეთ თეონა მაჭარაშვილის სიუჟეტი.