თითქმის ოთხნახევარ მილიონამდე ტურისტი წლის პირველ ცხრა თვეში – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყველაზე დატვირთული სეზონის შედეგებს აჯამებს.
უნიკალურ ლანდშაფტთან და მრავალფეროვან ტურისტულ ლოკაციებთან ერთად, რაც საქართველოთი უცხოელების დაინტერესებას იწვევს, საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდულ მაჩვენებელს, ახალი ავიამიმართულებების დამატებას და სამიზნე ქვეყნებში ჩატარებულ მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირებენ. თუმცა ამ დრომდე რჩება გამოწვევები, მათ შორის მომსახურების ფასისა და ხარისხის კუთხით – რა ფაქტორები განაპირობებს ტურისტების რაოდენობის ზრდას ქვეყანაში და რა გამოწვევებზე საუბრობენ სექტორში დასაქმებულები.