ტურიზმის გაუმჯობესებული მაჩვენებელი

ტურისტული სექტორი ყველაზე აქტიურ სეზონს გაუმჯობესებული მაჩვენებლებით ხვდება.

ორნახევარ მილიონამდე ტურისტი გასულ ექვს თვეში. საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა ყველა სამიზნე ქვეყნიდან გაზრდილია. მათ შორის ტურისტული ნაკადების მატება შეინიშნება ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდანაც. პოზიტიურ მაჩვენებლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტორის განვითარების ახალ სტრატეგიას და მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირებს. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით არაერთ ქვეყანაში ხორციელდება. პოზიტიურია მომავალი თვეების პროგნოზიც, ტურისტულად ყველაზე დატვირთული სეზონის გათვალისწინებით, სექტორის მოლოდინია, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა.