ტურიზმის განვითარების პოლიტიკა

პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი აქტივობები გრძელდება. საქართველოს სამთო-ტურისტული პოტენციალის საჩვენებლად, ქვეყანას სამთო მოგზაურები ესტუმრნენ. შვიდი ქვეყნიდან ჩამოსული ბლოგერები სოციალურ ქსელში სხვადასხვა რეგიონში ვიზიტის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს განათავსებენ, აქტიური კამპანიით დაკავდებიან და ამ ფორმით ქვეყნის სამთო, სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს პოპულარიზაციას გაუწევენ. მოგზაურობა კოჯრიდან დაიწყო.

შალვა სუმბაძე გვეტყვის, კიდევ რა აქტივოვებებს მოიცავს ტურისტების მოსაზიდად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია.