ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სასწავლო კურსი

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასწავლო კურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისების დანერგვა და განვითარება“დაიწყო.

ტრენინგი განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის ტარდება და ქვეყნის 15 ქალაქსა და დაბას მოიცავს. თითოეულ ლოკაციაზე სასწავლო კურსი 10 ადამიანს უტარდება. ერთი თვის განმავლობაში 200-მდე ობიექტის მომსახურე პერსონალი გადამზადდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. წლის ბოლომდე 1500-ზე მეტი ადამიანის გადამზადება იგეგმება.