ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული ახალი პროექტის ფარგლებში შეხვედრები და ტურები გრძელდება.

ცნობილ მზარეულებთან ერთად საქართველოში მედიის წარმომადგენლები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან თურქეთიდან და ტაილანდიდან ჩამოვიდნენ.

საქართველოში იმყოფება 13 ჟურნალისტი და ბლოგერი.  6-დღიანი ტურის ფარგლებში უცხოელი ჟურნალისტები და შეფმზარეულები თბილისს, მცხეთას და კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ, დააგემოვნეს ტრადიციული კერძები და ღვინო.

ღვინის ქარხანა ნომერი ერთის ეზოში, ღია ცის ქვეშ უცხოელი შეფმზარეულები ქართველ დამწყებ მზარეულებს შეხვდნენ და თავიანთი გამოცდილება გააცნეს.

უცხოელ ჟურნალისტებს და შეფმზარეულებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც შეხვდა.