მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQ საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ. ეს არის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია, რომელიც საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან Conde Nast-თან ერთად დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა სახელწოდებით „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“. სტატიაში საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი.