საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეცნობიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს. მიზანი ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ტურისტული კომპანიისა და უცხოური ქვეყნის დაინტერესება და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდაა. სარეკლამო კამპანიების პარალელურად იმართება შეხვედრები, სადაც ქართულ ტურისტულ კომპანიებს ახალი ბიზნეს კავშირების დამყარების შესაძლებლობა აქვთ.