ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადება

საოჯახო სასტუმროების მფლობელები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდნენ და სექტორში არსებული მდგომარეობა გააცნეს.

სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყანაში მცირე ბიზნესებისთვის კომუნალური გადასახადები მაღალია, ამიტომ საოჯახო სასტუმროების მფლობელები მთავრობას შეღავათების გაწევას სთხოვენ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმის შესახებ, რომ სექტორში დაბალია მომსახურების დონე.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.