ტურიზმის ანგარიში

როგორ სრულდება ქვეყენაში ტურიზმის სტრატეგია. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „აისეტი“ კვლევითმა ცენტრმა კვლევა წარმოადგინა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიის განხორციელება დაგეგმილი განრიგით მიმდინარეობს და იგი სხვადასხვა მიმართულებებით მზარდია.

სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც წარმოადგინა. ღონისძიებას სფეროს ექსპერტები, ასოციაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.