ტურიზმის ადმინისტრაციის შეხვედრა გიდებთან

22:09, 04.05.2026

არსებობს თუ არა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე
უცხოენოვანი გიდების საჭიროება – შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ამოქმედებული ცვლილებების შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ ეტაპზე ტურისტების მომსახურების პროცესში ქართველი გიდები, უცხოელი კოლეგების მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ისტორიის დამახინჯების და ვიზიტორებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ტურისტებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები მოემსახურონ. საქართველოში უცხოელების საქმიანობას პირველი მარტიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები არეგულირებს. სრულად იკრძალება უცხოენოვანი გიდების საქმიანობა. მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ქართველი გიდების შრომითი ინტერესების დაცვა და მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

მსგავსი