საქართველოს ბანერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ტურისტული ადგილების და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოები და ბანერები საფრანგეთის დედაქალაქში და გერმანიის რამდენიმე ქალაქშია გამოფენილი. ეს არის კიდევ ერთი მარკეტინგული კამპანია ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და ტურისტული ნაკადების მოსაზიდად. ბანერებზე, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის მეტრო სადგურებთანაც დამონტაჟდა, საქართველოს ზამთრის კურორტებს და სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტსაც გაეცნობიან. საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის სხვა აქტივობებსაც მოიცავს.