ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია

მარკეტინგული კამპანია, რომელმაც ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ბრიტანელი ტურისტი უნდა დააინტერესოს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ავიაკომპანია „იზიჯეტის“ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბრიტანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. ინგლისელი ჟურნალისტები საქართველოს გამორჩეულ ტურისტულ ლოკაციების პირადად გაეცნობიან, მომზადებული ფოტო და ტექსტური მასალა გავლენიან ინგლისურ გამოცემებში განთავსდება. უახლოეს მომავალში მსგავსი მედია ტური შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვისაც მოეწყობა.